ადვოკატთა ასოციაციასა და მთავარ პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 მაისი 2018

 

24 მაისს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციისა და პარტნიორი საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დავით ასათიანმა და ირაკლი შოთაძემ მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი, მემორანდუმით გათვალისწინებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, დაფუძნებული უნდა იყოს ორ ისეთ მნიშვნელოვან პრინციპზე, როგორიცაა   ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა (პროფესიული საიდუმლოება) და საპროცესო მოქმედებების განხორცელების დროს, მათ შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, მართლმსაჯულების ინტერესებისა და ადვოკატის თანასწორობის დაცვით მოქმედება“ - აღნიშნა დავით ასათიანმა. 

 

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს: პრაქტიკის განზოგადების მიზნით, „ბენჩ-ბარის“ ფორმატის საერთო მრგვალი მაგიდებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას; ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა დანაშაულების შემცირების მიზნით, საერთო ღონისძიებების ორგანიზებას; მხარეების მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ინფორმაციის გაცვლას კვალიფიკაციის ამაღლების ისეთ შესაძლებლობებზე, რომელთა გამოყენება თანაბრად რელევანტურია პროკურორებისა და ადვოკატებისთვის; ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ ქცევის ერთიანი სტანდარტის  განზოგადებასთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას; დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარებას, მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, რაც თავის მხრივ, მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი